Skip to main content

ვილა მოსავალი

 
     მთელი დღე სირბილის შემდეგ ახალუბანში "ვილა მოსავალსაც" მივადექით, სადაც საოცარ მასპინძლებთან ერთად დავათვალიერეთ ჯერ "ვილა მოსავლის" ულამაზესი ვენახები, მერე არაჩვეულებრივი მარანი, უკომფორტულესი სასტუმრო თავისი სპა ცენტრით და აუზით და რესტორანი - იდეალირი ადგილი ზაფხულის სიცხეში თბილისიდან გასაქცევად და მთელი დღის გასატარებლად, გნებავთ ოჯახით, გნებავთ მეგობრებთან ერთად, ან სულაც მარტო - ყველას და ყველაფრისგან დასამალად ან სამუშაოდ. 
    "ვილა მოსავლის" მარანში უზომოდ არომატული და გემრიელი, აშკარად დიდი სიყვარულით დაყენებული ქვევრის თუ კასრის ჩინური, გორული მწვანე, ციცქა, რქაწითელი და ქართულ-ტრადიციული საფერავი დავაგემოვნეთ. გემოვნებით მოწყობილ ეზოში დავისვენეთ, სამეზობლოში ცხენების რანჩოზეც შევიჭყიტეთ და ახალგაზრდა და უნიჭიერესი შეფ-მზარეულის მომხადებული ქართული კერძების შესამუსრად გავემართეთ.

       

Comments

Popular posts from this blog

ახალი ამბავი

    2020 წლის აგვისტოს მიწურული იყო, წერილის ნაცვლად ზარი რომ გაისმა.       ჩამოვდივართო! ბილეთები უკვე ავიღეთ და ერთ კვირაში მანდ ვართო.    ექსპედიციის დეტალებს: მონაწილეებს, ღამისთევის, კვების და ტრანსპორტირების საკითხს თქვენი ტურიზმის ადმინისტრაცია აგვარებს და არიქა, არ დაგვღუპო, ხომ მოდიხარო?!        მანამდე კი ტურიზმის ადმინისტრაციის გამოგზავნილ მარშრუტს გადახედე, რამეს ხომ არ დაამატებდიო:     "მცხეთა - ჯვარი, სვეტიცხოველი     უფლისციხე     ყაზბეგი     სიღნაღი      გრემი      ალავერდი"     ჰმ! ვერაფერს იტყვი, გარდა იმისა, რომ მაგალითად ყაზბეგი, თბილისის და ბათუმის მერე მესამე ადგილზეა ტურისტებში პოპულარობის მიხედვით.  სვეტიცხოველი   

ჯვრის მონასტერი

           ჯვარი ერთ-ერთ იმ ობიექტთაგანი იყო, რომელებიც ტურიზმის ადმინისტრაციის უცნობი და გასაპოპულარულებელი ადგილების სიაში მოხვდა და მერე ჩვენს შედგენილ მარშრუტშიც დავტოვეთ. ჯერ ერთი, გუგლერებს არ უნდოდათ ოფიციოზის შემოთავაზებული გეგმის უხეშად უარყოფა და მეორე - რა ჯობია ჯვრის გადმოსახედიდან დანახულ მცხეთის ხედს.      ავირბინეთ, დრონი ავაფრინეთ, სთრით ვიუც გავიყვანეთ და სვეტიცხოველისკენ დავეშვით.  ჯვრის მონასტერი