Skip to main content

წერილები

         

გამოხდა დრო და კიდევ ერთი წერილი მივიღე.

  მოგვილოცეო! თქვენი ტურიზმის ადმინისტრაცია როგორც იქნა დავარწმუნეთ, რომ Google-ს და მის რუკებს ტურიზმთან კავშირი მართლა აქვსო! და, უფრო მეტიც, საქართველოს უცნობი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, 3 ექსპედიციის მოწყობაზეც მივიღეთ თანხმობაო: 

        ექსპედიციები ჩატარდება Google-ის ხარჯებით (აპარატურა, გზა, განთავსება და კვება) და Google-ის ექსპერტების და ქართველი გიდების მონაწილეობით. 3-3 დღის განმავლობაში შემოვივლით საქართველოს ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტებს, დავიტანთ Google-ის რუკებზე, ავტვირთავთ პროფესიონალურ ფოტოებს და შეფასებებს, გადავიღებთ ქუჩის ხედებს (Street View) და 360 გრადუსიან პანორამებს. და, რაც მთავარია, ამ ყველაფერის პროფესიონალურად გაკეთებას და Google-ის რუკებზე სწორად დატანას გასწავლით ქართველებსო - კაცმა რომ თქვას, თქვენი გასაკეთებელი საქმეა და სულ ჩვენ ხომ არ ვივლით და მოგხედავთო?! 

    თქვენგან კი, უფრო სწორად თქვენი ტურიზმის ადმინისტრაციისგან გვჭირდება: (1) ოფიციალური თანხმობა, (2) იმ ნაკლებადპოპულარული, მაგრამ მნიშვნელოვანი ობიექტების სია, რომლის გაციფრულება და გაპიარება გჭირდებათ და (3) 10 ადამიანი, რომლებსაც ეს ყველაფერი უნდა ვასწავლოთო.

და, ბოლოში მოკრაძლებულად მეკითხებოდნენ, შენც ხომ წამოხვალო.        

ქილა-კუპრა 

    

Comments

Popular posts from this blog

ვილა მოსავალი - ქართული კუთხე

        ექსპედიციის პირველი დღე "ვილა მოსავლის" რესტორან "ქართულ კუთხეში" ვახშმით დავასრულეთ, სადაც ჩვენს არაჩვეულებრივ მასპინძლებთან, შეყრილაძეების ოჯახთან ერთად ახალგაზრდა შეფ-მზარეულის მომზადებული ძალიან გემრიელი და თანამედროვე შტრიხებით შელამაზებული ქართულ-ტრადიციული კერძები მივირთვით ადგილობრივ ღვინოსთან ერთად. თუმცა, ვიტყუები, რა მივირთვით, მთელი დღის ნარბენებმა და მოშიებულებმა სრულიად უსირცხვილოდ და უნამუსოდ ჩავიყარეთ პირში. ღორის ცვრიან ნეკნებს ერთმანეთს ხელიდან ვაგლეჯდით და კუბდრის ბოლო ნაჭერს მეზობელი მაგიდიდან ვიპარავდით.           რა დამამახსოვრდა? ტრადიციული ჩაქაფული მადაგასკარული ვანილით. გემრიელია? კი. ვანილის არომატი და გემო იგრძნობა? არა. ვანილი ცხვრის ხორცის დამახასიათებელ გემოს არბილებს და ცხვრის ხორცი და ვანილი ერთად მსოფლიო კულინარიაში საყოველთაოდ გავრცელებული თუ არა, აზიასა და აფრიკაში ნამდვილად მიღებული პრაქტიკაა. კარგი იყო კეცის ჩაკურდღლულიც - არომატულ სოუსში ჩაშუშული კურდღლის ხორცი ენაზე დნებოდა.  ...

ჯვრის მონასტერი

           ჯვარი ერთ-ერთ იმ ობიექტთაგანი იყო, რომელებიც ტურიზმის ადმინისტრაციის უცნობი და გასაპოპულარულებელი ადგილების სიაში მოხვდა და მერე ჩვენს შედგენილ მარშრუტშიც დავტოვეთ. ჯერ ერთი, გუგლერებს არ უნდოდათ ოფიციოზის შემოთავაზებული გეგმის უხეშად უარყოფა და მეორე - რა ჯობია ჯვრის გადმოსახედიდან დანახულ მცხეთის ხედს.      ავირბინეთ, დრონი ავაფრინეთ, სთრით ვიუც გავიყვანეთ და სვეტიცხოველისკენ დავეშვით.  ჯვრის მონასტერი