Skip to main content

ვილა მოსავალი - ქართული კუთხე

    
   ექსპედიციის პირველი დღე "ვილა მოსავლის" რესტორან "ქართულ კუთხეში" ვახშმით დავასრულეთ, სადაც ჩვენს არაჩვეულებრივ მასპინძლებთან, შეყრილაძეების ოჯახთან ერთად ახალგაზრდა შეფ-მზარეულის მომზადებული ძალიან გემრიელი და თანამედროვე შტრიხებით შელამაზებული ქართულ-ტრადიციული კერძები მივირთვით ადგილობრივ ღვინოსთან ერთად. თუმცა, ვიტყუები, რა მივირთვით, მთელი დღის ნარბენებმა და მოშიებულებმა სრულიად უსირცხვილოდ და უნამუსოდ ჩავიყარეთ პირში. ღორის ცვრიან ნეკნებს ერთმანეთს ხელიდან ვაგლეჯდით და კუბდრის ბოლო ნაჭერს მეზობელი მაგიდიდან ვიპარავდით. 
        რა დამამახსოვრდა? ტრადიციული ჩაქაფული მადაგასკარული ვანილით. გემრიელია? კი. ვანილის არომატი და გემო იგრძნობა? არა. ვანილი ცხვრის ხორცის დამახასიათებელ გემოს არბილებს და ცხვრის ხორცი და ვანილი ერთად მსოფლიო კულინარიაში საყოველთაოდ გავრცელებული თუ არა, აზიასა და აფრიკაში ნამდვილად მიღებული პრაქტიკაა. კარგი იყო კეცის ჩაკურდღლულიც - არომატულ სოუსში ჩაშუშული კურდღლის ხორცი ენაზე დნებოდა. 
   
"ქართულ კუთხეში" დესერტიც ქართული აქვთ: ქუმელი, ხალვა და კიდევ რაღაც (სახელი დამავიწყდა). გადავირიე? ნამდვილად არა, მაგრამ ერთხელ გასასინჯად და ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ძალიან კარგია. 

აქ დაბრუნებას კიდევ ვგეგმავ! 



        

Comments

Popular posts from this blog

ახალი ამბავი

    2020 წლის აგვისტოს მიწურული იყო, წერილის ნაცვლად ზარი რომ გაისმა.       ჩამოვდივართო! ბილეთები უკვე ავიღეთ და ერთ კვირაში მანდ ვართო.    ექსპედიციის დეტალებს: მონაწილეებს, ღამისთევის, კვების და ტრანსპორტირების საკითხს თქვენი ტურიზმის ადმინისტრაცია აგვარებს და არიქა, არ დაგვღუპო, ხომ მოდიხარო?!        მანამდე კი ტურიზმის ადმინისტრაციის გამოგზავნილ მარშრუტს გადახედე, რამეს ხომ არ დაამატებდიო:     "მცხეთა - ჯვარი, სვეტიცხოველი     უფლისციხე     ყაზბეგი     სიღნაღი      გრემი      ალავერდი"     ჰმ! ვერაფერს იტყვი, გარდა იმისა, რომ მაგალითად ყაზბეგი, თბილისის და ბათუმის მერე მესამე ადგილზეა ტურისტებში პოპულარობის მიხედვით.  სვეტიცხოველი   

ჯვრის მონასტერი

           ჯვარი ერთ-ერთ იმ ობიექტთაგანი იყო, რომელებიც ტურიზმის ადმინისტრაციის უცნობი და გასაპოპულარულებელი ადგილების სიაში მოხვდა და მერე ჩვენს შედგენილ მარშრუტშიც დავტოვეთ. ჯერ ერთი, გუგლერებს არ უნდოდათ ოფიციოზის შემოთავაზებული გეგმის უხეშად უარყოფა და მეორე - რა ჯობია ჯვრის გადმოსახედიდან დანახულ მცხეთის ხედს.      ავირბინეთ, დრონი ავაფრინეთ, სთრით ვიუც გავიყვანეთ და სვეტიცხოველისკენ დავეშვით.  ჯვრის მონასტერი 

ვილა მოსავალი

        მთელი დღე სირბილის შემდეგ ახალუბანში "ვილა მოსავალსაც" მივადექით, სადაც საოცარ მასპინძლებთან ერთად დავათვალიერეთ ჯერ "ვილა მოსავლის" ულამაზესი ვენახები, მერე არაჩვეულებრივი მარანი, უკომფორტულესი სასტუმრო თავისი სპა ცენტრით და აუზით და რესტორანი - იდეალირი ადგილი ზაფხულის სიცხეში თბილისიდან გასაქცევად და მთელი დღის გასატარებლად, გნებავთ ოჯახით, გნებავთ მეგობრებთან ერთად, ან სულაც მარტო - ყველას და ყველაფრისგან დასამალად ან სამუშაოდ.      "ვილა მოსავლის" მარანში უზომოდ არომატული და გემრიელი, აშკარად დიდი სიყვარულით დაყენებული ქვევრის თუ კასრის ჩინური, გორული მწვანე, ციცქა, რქაწითელი და ქართულ-ტრადიციული საფერავი დავაგემოვნეთ. გემოვნებით მოწყობილ ეზოში დავისვენეთ, სამეზობლოში ცხენების რანჩოზეც შევიჭყიტეთ და ახალგაზრდა და უნიჭიერესი შეფ-მზარეულის მომხადებული ქართული კერძების შესამუსრად გავემართეთ. ვილა მოსავალი  ვილა მოსავლის ვენახები   ვილა მოსავლის მარანი