გამოხდა დრო და კიდევ ერთი წერილი მივიღე. მოგვილოცეო! თქვენი ტურიზმის ადმინისტრაცია როგორც იქნა დავარწმუნეთ, რომ Google-ს და მის რუკებს ტურიზმთან კავშირი მართლა აქვსო! და, უფრო მეტიც, საქართველოს უცნობი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, 3 ექსპედიციის მოწყობაზეც მივიღეთ თანხმობაო: ექსპედიციები ჩატარდება Google-ის ხარჯებით (აპარატურა, გზა, განთავსება და კვება) და Google-ის ექსპერტების და ქართველი გიდების მონაწილეობით. 3-3 დღის განმავლობაში შემოვივლით საქართველოს ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტებს, დავიტანთ Google-ის რუკებზე, ავტვირთავთ პროფესიონალურ ფოტოებს და შეფასებებს, გადავიღებთ ქუჩის ხედებს (Street View) და 360 გრადუსიან პანორამებს. და, რაც მთავარია, ამ ყველაფერის პროფესიონალურად გაკეთებას და Google-ის რუკებზე სწორად დატანას გასწავლით ქართველებსო - კაცმა რომ თქვას, თქვენი გასაკეთებელი საქმეა და სულ ჩვენ ხომ არ ვივლით და მოგხედავთო?! თქვენგან კი...
Comments
Post a Comment