Skip to main content

Dream Team

    

პირველს, პაატა ვარდანაშვილს დავაცხერი თავზე - პროფესიონალ ფოტოგრაფს და გამოცდილ გიდს, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი. 

    მერე ქეთი კვიჭიძეს, ქართული კულინარიის დედას. 

    რამდენიმე ვიდოე ზარის, ცუკერ, შენ გაიხარე და რამდენიმე საათი მესინჯერში ჩატაობის შემდეგ ერთხმად შევთანხმდით, რომ როგორც არ უნდა გვეცადა, მცხეთა და სიღნაღი საქართველოს უცნობი და გასაპიარებელი ობიექტების რიცხვში ნამდვილად ვერ მოხვდებოდა და მარშრუტი ნაწილობრივ მაინც უნდა შეგვეცვალა.  

    დღის ბოლოსთვის მარშრუტიც მზად იყო და გუნდიც დაკომპლექტებული. 

 პაატა ვარდანაშვილი - საუკეთესო მარშრუტების შედგენის და დაუვიწყარი ფოტომოგონებებით უზრუნველყოფის დიდოსტატი (Google-ის რუკების მე-10 დონის ადგილობრივი გიდი)

 ქეთი კვიჭიძე - ექსპედიციის განმავლობაში არაჩვეულებრივი გასტრონომიული თავგადასავლის შემოქმედი. 

    მედეა ცხვარიაშვილი - გამოცდილი მოგზაური (ტუროპერატორი) და ექსტრავაგანტული ფოტოების ინიციატორი და მთავარი გმირი  (Google-ის რუკების მე-8 დონის ადგილობრივი გიდი)

    ალექსანდრე გიორგაძე - არაჩვეულებრივი გიდი, რომელმაც საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული და მისი ისტორია იცის და როგორც კი გაიგო რა ხდებოდა, ბაზარი არაა, ბენზინის გარდა Google-ისგან არაფერი მინდაო

და, მისი მეგობარი დიმიტრი ჯიხვაძე - რომელიც მთელი ექსპედიციის განმავლობაში ცდილობდა ქართველი გიდების ჩვეული "ოინებით" სტუმრების გართობას. 


Comments

Popular posts from this blog

ახალი ამბავი

    2020 წლის აგვისტოს მიწურული იყო, წერილის ნაცვლად ზარი რომ გაისმა.       ჩამოვდივართო! ბილეთები უკვე ავიღეთ და ერთ კვირაში მანდ ვართო.    ექსპედიციის დეტალებს: მონაწილეებს, ღამისთევის, კვების და ტრანსპორტირების საკითხს თქვენი ტურიზმის ადმინისტრაცია აგვარებს და არიქა, არ დაგვღუპო, ხომ მოდიხარო?!        მანამდე კი ტურიზმის ადმინისტრაციის გამოგზავნილ მარშრუტს გადახედე, რამეს ხომ არ დაამატებდიო:     "მცხეთა - ჯვარი, სვეტიცხოველი     უფლისციხე     ყაზბეგი     სიღნაღი      გრემი      ალავერდი"     ჰმ! ვერაფერს იტყვი, გარდა იმისა, რომ მაგალითად ყაზბეგი, თბილისის და ბათუმის მერე მესამე ადგილზეა ტურისტებში პოპულარობის მიხედვით.  სვეტიცხოველი   

ჯვრის მონასტერი

           ჯვარი ერთ-ერთ იმ ობიექტთაგანი იყო, რომელებიც ტურიზმის ადმინისტრაციის უცნობი და გასაპოპულარულებელი ადგილების სიაში მოხვდა და მერე ჩვენს შედგენილ მარშრუტშიც დავტოვეთ. ჯერ ერთი, გუგლერებს არ უნდოდათ ოფიციოზის შემოთავაზებული გეგმის უხეშად უარყოფა და მეორე - რა ჯობია ჯვრის გადმოსახედიდან დანახულ მცხეთის ხედს.      ავირბინეთ, დრონი ავაფრინეთ, სთრით ვიუც გავიყვანეთ და სვეტიცხოველისკენ დავეშვით.  ჯვრის მონასტერი