Skip to main content

ჩამოვიდნენ!

  

    საღამოსკენ ჩამოვიდნენ თუ არა, დარეკეს და არც კი დაუსვენიათ, ღამის თბილისის გადასაღებად გამოვდინენ. 

     მოულოდნელად გავეგეტარიანებულ "თბილ სიოში", ხორცის მოყვარულმა სტურმებმა და მასპინძლებმა სწრაფად წავიხემსეთ და  რუსთაველი, გარეუბანი და კალა მოვიარეთ. 

   მე მსგავსი ხალხი არსად და არასდროს მინახავს - სანამ საქმეს არ მორჩებიან, არ ძინავთ, არ ჭამენ და არ ისვენებენ. არასდროს და არაფერი ეზარებათ. 

     12 საათის მერე, გამოძინებულზე საქმის კეთებას მიჩვეული ქართველები ვერც კი წარმოვიდგენდით წინ როგორი მუხლჩაუხრელი და დაუვიწყარი 3 დღე გველოდა. 


მშვიდობის ხიდი 

Comments

Popular posts from this blog

ახალი ამბავი

    2020 წლის აგვისტოს მიწურული იყო, წერილის ნაცვლად ზარი რომ გაისმა.       ჩამოვდივართო! ბილეთები უკვე ავიღეთ და ერთ კვირაში მანდ ვართო.    ექსპედიციის დეტალებს: მონაწილეებს, ღამისთევის, კვების და ტრანსპორტირების საკითხს თქვენი ტურიზმის ადმინისტრაცია აგვარებს და არიქა, არ დაგვღუპო, ხომ მოდიხარო?!        მანამდე კი ტურიზმის ადმინისტრაციის გამოგზავნილ მარშრუტს გადახედე, რამეს ხომ არ დაამატებდიო:     "მცხეთა - ჯვარი, სვეტიცხოველი     უფლისციხე     ყაზბეგი     სიღნაღი      გრემი      ალავერდი"     ჰმ! ვერაფერს იტყვი, გარდა იმისა, რომ მაგალითად ყაზბეგი, თბილისის და ბათუმის მერე მესამე ადგილზეა ტურისტებში პოპულარობის მიხედვით.  სვეტიცხოველი   

ჯვრის მონასტერი

           ჯვარი ერთ-ერთ იმ ობიექტთაგანი იყო, რომელებიც ტურიზმის ადმინისტრაციის უცნობი და გასაპოპულარულებელი ადგილების სიაში მოხვდა და მერე ჩვენს შედგენილ მარშრუტშიც დავტოვეთ. ჯერ ერთი, გუგლერებს არ უნდოდათ ოფიციოზის შემოთავაზებული გეგმის უხეშად უარყოფა და მეორე - რა ჯობია ჯვრის გადმოსახედიდან დანახულ მცხეთის ხედს.      ავირბინეთ, დრონი ავაფრინეთ, სთრით ვიუც გავიყვანეთ და სვეტიცხოველისკენ დავეშვით.  ჯვრის მონასტერი 

Dream Team

      პირველს, პაატა ვარდანაშვილს დავაცხერი თავზე - პროფესიონალ ფოტოგრაფს და გამოცდილ გიდს, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი.      მერე ქეთი კვიჭიძეს, ქართული კულინარიის დედას.      რამდენიმე ვიდოე ზარის, ცუკერ, შენ გაიხარე და რამდენიმე საათი მესინჯერში ჩატაობის შემდეგ ერთხმად შევთანხმდით, რომ როგორც არ უნდა გვეცადა, მცხეთა და სიღნაღი საქართველოს უცნობი და გასაპიარებელი ობიექტების რიცხვში ნამდვილად ვერ მოხვდებოდა და მარშრუტი ნაწილობრივ მაინც უნდა შეგვეცვალა.       დღის ბოლოსთვის მარშრუტიც მზად იყო და გუნდიც დაკომპლექტებული.   პაატა ვარდანაშვილი - საუკეთესო მარშრუტების შედგენის და დაუვიწყარი ფოტომოგონებებით უზრუნველყოფის დიდოსტატი (Google-ის რუკების მე-10 დონის ადგილობრივი გიდი)  ქეთი კვიჭიძე - ექსპედიციის განმავლობაში არაჩვეულებრივი გასტრონომიული თავგადასავლის შემოქმედი.      მედეა ცხვარიაშვილი - გამოცდილი მოგზაური (ტუროპერატორი) და ექსტრავაგანტული ფოტოების ინიციატორი და მთავარი გმირი   (Google-ის რუკების მე-8 დონის ადგილობრივი გიდი)     ალექსანდრე გიორგაძე - არაჩვეულებრივი გიდი, რომელმაც