Skip to main content

ბოტანია

  

გვიან საუზმეზე "ბოტანიამ" დაგვპატიჟა და კაფეს ინტერიერივით ფერადოვანი და ხალასი მენიუ შემოგვთავაზა - ტრადიციული ქართული და თანამედროვე ევროპული სამზარეულოს ერთგვარი ეკლექტიკა:

  მინიატურული ხინკლები "ხინკილები" სოკოს სოუსში. ერთლუკმიანი ფენოვანი ხაჭაპურები გებჟალიას სოუსით, რომლებიც პირში დნება. ნაირ-ნაირი დაფები ადგილზე გამომცხვარი პურით, ათასგვარი საწებლებით, არომატული კარაქით და სხვადასხვა ბოსტნეულის მარინადებით  და გემრიელი რამე-რუმეებით. სტეიკის სალათა სეზამით, კიტრი-პამიდვრის სალათა იაპონური სოუსით და ორაგული. 

   გულთბილი მასპინძლობა, კარგი მომსახურება და საუკეთესო ეზო, ძალიან, ძალიან საზაფხულო განწყობით. 

 ასე გაჩნდა Google-ის რუკებზე პირველი თბილისული კაფე 360 გრადუსიანი პანორამებით.


    
      


ბოტანია 

    

    

Comments