ცოტა იწვალეს თუ ბევრი, გუგლერებმა ტურიზმის ადმინისტრაციას თავი იმდენად მოაბეზრეს, რომ ვიღაც მადლიანი დამჯდარა და სამი 3-დღიანი ექსპედიციის მარშრუტი შეუდგენია.
შეგახსენებთ, რომ ექსპედიციები საქართველოს ნაკლებადპოპულარული და გასაპიარებელი ტურისტული ობიექტების აციფრვის და ტურიზმის განვითარებისთვის ხელის შეწყობის მიზნით ტარდებოდა.
მოკლედ, გახარებულმა გუგლერებმა ტურიზმის ქართველი გურუების მიერ შედგენილი, არ დავიზარებ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოს ნაკლებადპოპულარული და გასაპიარებელი ტურისტული ობიექტების სია ცხვირწინ ამიფრიალეს:
ექსპედიცია 1 - ხანგრძლივობა 3 დღე
თბილისი - კოტე აფხაზის ქუჩა, ნარიყალა, რიყე, ეროვნული მუზეუმი
მცხეთა - სვეტიცხოველი, ჯვარი
ანანური
გუდაური
სტეფანწმინდა - გერგეტის სამება
უფლისციხე
დავითგარეჯა
Comments
Post a Comment