Skip to main content

გიორგი ბარისაშვილის მარანი

     

   მცხეთაში მეღვინესა და ქართული ღვინისა და ვაზის მკვლევარ გიორგი ბარისაშვილს და მის მარანს გადავეყარეთ. 

        ბალახზე გაგორებული ნაირ-ნაირი ქვევრებით და სურებით ლამაზად მორთული ეზო, ზედ სვეტიცხოვლის უკან, პარკინგიდან ტაძრის გზაზე მდებარეობს. 

      გიორგიმ, თავის 2 საუკუნის წინანდელ სახლში და მარანში შეგვიპატიჟა. მუხის კასრის თავზე სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან უგემრიელესი ღვინით და ჭაჭით გაგვიმასპინძლდა და კერამიკის უნიკალური კოლექციაც დაგვათვალიერებინა, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში შეგროვებული სასმისებისა თუ ღვინის ჭურჭლისგან შედგება. 

   განსაკუთრებით მე-3 საუკუნის მცხეთური დოქი და შავკრიალა კერამიკის ტექნიკით შესრულებული სურა მომწეონა. და, იქვე მაგიდაზე გაშლილი მომავალი წიგნის ხელნაწერები, რომლებსაც გიორგი კალმით წერს. კალამში კი მელნის ნაცვლად, არც მეტი, არც ნაკლები, ქართული შავი ღვინო ასხია. 


გიორგი ბარისაშვილის მარანი 

Comments

Popular posts from this blog

ვილა მოსავალი

        მთელი დღე სირბილის შემდეგ ახალუბანში "ვილა მოსავალსაც" მივადექით, სადაც საოცარ მასპინძლებთან ერთად დავათვალიერეთ ჯერ "ვილა მოსავლის" ულამაზესი ვენახები, მერე არაჩვეულებრივი მარანი, უკომფორტულესი სასტუმრო თავისი სპა ცენტრით და აუზით და რესტორანი - იდეალირი ადგილი ზაფხულის სიცხეში თბილისიდან გასაქცევად და მთელი დღის გასატარებლად, გნებავთ ოჯახით, გნებავთ მეგობრებთან ერთად, ან სულაც მარტო - ყველას და ყველაფრისგან დასამალად ან სამუშაოდ.      "ვილა მოსავლის" მარანში უზომოდ არომატული და გემრიელი, აშკარად დიდი სიყვარულით დაყენებული ქვევრის თუ კასრის ჩინური, გორული მწვანე, ციცქა, რქაწითელი და ქართულ-ტრადიციული საფერავი დავაგემოვნეთ. გემოვნებით მოწყობილ ეზოში დავისვენეთ, სამეზობლოში ცხენების რანჩოზეც შევიჭყიტეთ და ახალგაზრდა და უნიჭიერესი შეფ-მზარეულის მომხადებული ქართული კერძების შესამუსრად გავემართეთ. ვილა მოსავალი  ვილა მოსავლის ვენახები   ვილა მოსავლის მარანი         

ვილა მოსავალი - ქართული კუთხე

        ექსპედიციის პირველი დღე "ვილა მოსავლის" რესტორან "ქართულ კუთხეში" ვახშმით დავასრულეთ, სადაც ჩვენს არაჩვეულებრივ მასპინძლებთან, შეყრილაძეების ოჯახთან ერთად ახალგაზრდა შეფ-მზარეულის მომზადებული ძალიან გემრიელი და თანამედროვე შტრიხებით შელამაზებული ქართულ-ტრადიციული კერძები მივირთვით ადგილობრივ ღვინოსთან ერთად. თუმცა, ვიტყუები, რა მივირთვით, მთელი დღის ნარბენებმა და მოშიებულებმა სრულიად უსირცხვილოდ და უნამუსოდ ჩავიყარეთ პირში. ღორის ცვრიან ნეკნებს ერთმანეთს ხელიდან ვაგლეჯდით და კუბდრის ბოლო ნაჭერს მეზობელი მაგიდიდან ვიპარავდით.           რა დამამახსოვრდა? ტრადიციული ჩაქაფული მადაგასკარული ვანილით. გემრიელია? კი. ვანილის არომატი და გემო იგრძნობა? არა. ვანილი ცხვრის ხორცის დამახასიათებელ გემოს არბილებს და ცხვრის ხორცი და ვანილი ერთად მსოფლიო კულინარიაში საყოველთაოდ გავრცელებული თუ არა, აზიასა და აფრიკაში ნამდვილად მიღებული პრაქტიკაა. კარგი იყო კეცის ჩაკურდღლულიც - არომატულ სოუსში ჩაშუშული კურდღლის ხორცი ენაზე დნებოდა.  ...

დღე პირველი - თბილისი

    დილა ფუნიკულიორზე, თბილისის პანორამის გადაღებით და Google-ის რუკებზე თბილისში პირველი ქუჩის ხედის (Street View) გაყვანით დაიწყო.        უკანა გზაზე პროექტის ე.წ. პარტნიორის ოფისში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გამოვიარეთ ასაციფრად. მაგრამ შეპირებული საკონტაქტო პირი არ დაგვხვდა - თურმე ოჯახზე ზრუნვაში გართულს, ქვეყნის და სამსახურის საქმეებისთვის ვერ მოუცლია და ცოლ-შვილთან ერთად დასასვენებლად წასულა. ეზოს იქით არ შეგვიშვეს, მაგრამ გუგლერული სიჯიუტით შენობის კარამდე მისასვლელი ბილიკი მაინც ავციფრეთ.           მერე ტაბიძის ქუჩა და თავისუფლების მოედანი მოვიარეთ და შუადღეზედ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში დათქმულ შეხვედრაზეც მივედით. სადაც მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა შინაურულად კიდევ ერთხელ დააზუსტა, Google-ის რუკები მართლა ასეთი მაგარიაო? და, მერე თავიდან მოსაშორებლად, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ეროვნულ მუზეუმში გაგვამწესა - თქვენ წადით და მე ყველას გავაფრთხილებ, დაგხვდებიანო.      ...