Skip to main content

წერტი

    

 მცხეთის გზაზე, სოფლის და ხირცპროდუქტების მაღაზია "წერტში" შევირბინეთ, სადაც ჩვენთვის საგზლად გახაზირებული ქართული ნატურალური პროდუქტებისგან (ყველი, ლორი, ძეხვი, ბოსტნეული, კარაქი, პური) შექმნილი ბუტერბროდები და ახლახანს აღორძინებული ქართული ხორბლის ჯიშებისგან დამზადებული პურის დეგუსტაცია გველოდებოდა. 

       ახალგამომცხვარი  "წითელი დოლის" პური სასწრაფოდ გადავსანსლეთ, რამდენიმე პურს და ბუტერბროდებს ხელი დავავლეთ და მცხეთისკენ გავკურცხლეთ. ჯერ კიდევ იმედი გვქონდა, რომ ძალისს დაკეტვამდე მივუსწრებდით, ან Google-ის ხათრით მაინც გაგვიღებდნენ. 

    "წერტის" ბუტერბროდები კი მეორე დილას, დილას კი არა დილაუთენია, უფლისციხეში ვშთანთქეთ. მადლობა, ღმერთს, ბევრი იყო. 


წერტი

        

Comments

Popular posts from this blog

ვილა მოსავალი - ქართული კუთხე

        ექსპედიციის პირველი დღე "ვილა მოსავლის" რესტორან "ქართულ კუთხეში" ვახშმით დავასრულეთ, სადაც ჩვენს არაჩვეულებრივ მასპინძლებთან, შეყრილაძეების ოჯახთან ერთად ახალგაზრდა შეფ-მზარეულის მომზადებული ძალიან გემრიელი და თანამედროვე შტრიხებით შელამაზებული ქართულ-ტრადიციული კერძები მივირთვით ადგილობრივ ღვინოსთან ერთად. თუმცა, ვიტყუები, რა მივირთვით, მთელი დღის ნარბენებმა და მოშიებულებმა სრულიად უსირცხვილოდ და უნამუსოდ ჩავიყარეთ პირში. ღორის ცვრიან ნეკნებს ერთმანეთს ხელიდან ვაგლეჯდით და კუბდრის ბოლო ნაჭერს მეზობელი მაგიდიდან ვიპარავდით.           რა დამამახსოვრდა? ტრადიციული ჩაქაფული მადაგასკარული ვანილით. გემრიელია? კი. ვანილის არომატი და გემო იგრძნობა? არა. ვანილი ცხვრის ხორცის დამახასიათებელ გემოს არბილებს და ცხვრის ხორცი და ვანილი ერთად მსოფლიო კულინარიაში საყოველთაოდ გავრცელებული თუ არა, აზიასა და აფრიკაში ნამდვილად მიღებული პრაქტიკაა. კარგი იყო კეცის ჩაკურდღლულიც - არომატულ სოუსში ჩაშუშული კურდღლის ხორცი ენაზე დნებოდა.  ...

ჯვრის მონასტერი

           ჯვარი ერთ-ერთ იმ ობიექტთაგანი იყო, რომელებიც ტურიზმის ადმინისტრაციის უცნობი და გასაპოპულარულებელი ადგილების სიაში მოხვდა და მერე ჩვენს შედგენილ მარშრუტშიც დავტოვეთ. ჯერ ერთი, გუგლერებს არ უნდოდათ ოფიციოზის შემოთავაზებული გეგმის უხეშად უარყოფა და მეორე - რა ჯობია ჯვრის გადმოსახედიდან დანახულ მცხეთის ხედს.      ავირბინეთ, დრონი ავაფრინეთ, სთრით ვიუც გავიყვანეთ და სვეტიცხოველისკენ დავეშვით.  ჯვრის მონასტერი 

წერილები

           გამოხდა დრო და კიდევ ერთი წერილი მივიღე.   მოგვილოცეო! თქვენი ტურიზმის ადმინისტრაცია როგორც იქნა დავარწმუნეთ, რომ Google-ს და მის რუკებს ტურიზმთან კავშირი მართლა აქვსო! და, უფრო მეტიც, საქართველოს უცნობი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, 3 ექსპედიციის მოწყობაზეც მივიღეთ თანხმობაო:           ექსპედიციები ჩატარდება  Google-ის ხარჯებით (აპარატურა, გზა, განთავსება და კვება) და Google-ის ექსპერტების და ქართველი გიდების მონაწილეობით. 3-3 დღის განმავლობაში შემოვივლით საქართველოს ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტებს, დავიტანთ Google-ის რუკებზე, ავტვირთავთ პროფესიონალურ ფოტოებს და შეფასებებს, გადავიღებთ ქუჩის ხედებს (Street View) და 360 გრადუსიან პანორამებს. და, რაც მთავარია, ამ ყველაფერის პროფესიონალურად გაკეთებას და Google-ის რუკებზე სწორად დატანას გასწავლით ქართველებსო - კაცმა რომ თქვას, თქვენი გასაკეთებელი საქმეა და სულ ჩვენ ხომ არ ვივლით და მოგხედავთო?!       თქვენგან კი...