Skip to main content

ახალი მარშრუტი

 

დღე პირველი  
თბილისი - რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი, მშვიდობის ხიდი, რიყე, აბანოთუბანი, ფუნიკულიორი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (გუგლერებს ჯერ კიდევ სჯერათ ქართველი ჩინოვნიკების), ტაბიძის ქუჩა, თავისუფლების მოედანი.

სადილი "ბოტანიაში" ("ბოტანიაში" კარგად იცოდნენ Google-ის და ტურიზმის ურთიერთკავშირის შესახებ და დაგვპატიჟეს)

შეხვედრა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში (გუგლერები შესაშური სიჯიუტით გამოირჩევიან - თვლიან, რომ ქვეყნის მთავრობამ, რომც არ აინტერესებდეს, მაინც უნდა იცოდეს ვინ რას აკეთებს მათი ქვეყნის ტერიტორიაზე). 

მცხეთა - ჯვარი, სვეტიცხოველი.

ღვინის დეგუსტაცია გიორგი ბარისაშვილის მარანში (გიოირგი, უი, Google-ის რუკები როგორ არ გამიგონიაო)

ძალისი (სამწუხაროდ დაკეტვამდე ვერ მივუსწარით. ტურიზმის ადმინისტრაციიდან ეროვნული მუზეუმის გასაციფრულებლად გაგვაგზავნეს, მაგრამ მუზეუმის ხელმძღვანელობის გაფრთხილება "დაავიწყდათ", მუზეუმში კი ისეთი თანამშრომელი არ აღმოჩნდა, ვისაც მუზეუმის დირექტორთან დარეკვის ნებართვა ქონდა (მასე კი არაა, ყველა ვერ რეკავს) და საათნახევარი არკვევდნენ რა ექნათ, სანამ ამასობაში ჩვენა არ გავარკვიეთ, რომ თურმე მუზეუმი უკვე აციფრულია და ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში არ იციან) 

ვილა მოსავალი - ვენახები, მარანი, ღვინის დეგუსტაცია და ვახშამი.  


დღე მეორე

უფლისციხე

ბორჯომი

ახალციხე

ჭობარეთის მესხური სახლი - მესხური სამზარეულოს დეგუსტაცია

სარო

ღამისთევა სულდაში - საოჯახო სასტუმრო "ფლორა"


დღე მესამე 

მზის ამოსვლა კარწახის ტბაზე

საუზმე "ფლორაში"

აბულის ციხე

ხანჩალის ტბა

სოფელი გორელოვკა

მადათაფას ტბა

საღამოს ტბა

სადილი "Family Corner"-ში 

ჭიქიანის მენჰირი

ღამისთევა ყვარელში - "შატო ყვარელი" ("კორპორაცია ქინძმარაულმა", მე ვიცი Google-ს ტურიზმთან რა კავშირი აქვსო და დაგვპატიჟა)


დღე მესამე 

საუზმე სასტუმროში

"ქინძმარაულის" მარნის დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია

"ქინძმარაულის" ვენახები

გრემი (თავიდან ბოლომდე ხარაჩოებში და დაკეტილი აღმოჩნდა)

"ბადაგონის" ქარხნის დათვალიერება ("ბადაგონშიც" იცოდნენ Google-ის რუკები რა იყო და თავისთან მიგვიპატიჟეს)

ალავერდი 

სადილი და ღვინის დეგუსტაცია - "ბადაგონის სახლი ალავერდთან"

თელავი - ცენტრი, ჭადარი, ბატონისციხე

ღვინის დეგუსტაცია "რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში" (ტურიზმის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, აქაც იცოდნენ Google რა იყო)

თბილისში დაბრუნება


    

Comments

Popular posts from this blog

ვილა მოსავალი - ქართული კუთხე

        ექსპედიციის პირველი დღე "ვილა მოსავლის" რესტორან "ქართულ კუთხეში" ვახშმით დავასრულეთ, სადაც ჩვენს არაჩვეულებრივ მასპინძლებთან, შეყრილაძეების ოჯახთან ერთად ახალგაზრდა შეფ-მზარეულის მომზადებული ძალიან გემრიელი და თანამედროვე შტრიხებით შელამაზებული ქართულ-ტრადიციული კერძები მივირთვით ადგილობრივ ღვინოსთან ერთად. თუმცა, ვიტყუები, რა მივირთვით, მთელი დღის ნარბენებმა და მოშიებულებმა სრულიად უსირცხვილოდ და უნამუსოდ ჩავიყარეთ პირში. ღორის ცვრიან ნეკნებს ერთმანეთს ხელიდან ვაგლეჯდით და კუბდრის ბოლო ნაჭერს მეზობელი მაგიდიდან ვიპარავდით.           რა დამამახსოვრდა? ტრადიციული ჩაქაფული მადაგასკარული ვანილით. გემრიელია? კი. ვანილის არომატი და გემო იგრძნობა? არა. ვანილი ცხვრის ხორცის დამახასიათებელ გემოს არბილებს და ცხვრის ხორცი და ვანილი ერთად მსოფლიო კულინარიაში საყოველთაოდ გავრცელებული თუ არა, აზიასა და აფრიკაში ნამდვილად მიღებული პრაქტიკაა. კარგი იყო კეცის ჩაკურდღლულიც - არომატულ სოუსში ჩაშუშული კურდღლის ხორცი ენაზე დნებოდა.  ...

ჯვრის მონასტერი

           ჯვარი ერთ-ერთ იმ ობიექტთაგანი იყო, რომელებიც ტურიზმის ადმინისტრაციის უცნობი და გასაპოპულარულებელი ადგილების სიაში მოხვდა და მერე ჩვენს შედგენილ მარშრუტშიც დავტოვეთ. ჯერ ერთი, გუგლერებს არ უნდოდათ ოფიციოზის შემოთავაზებული გეგმის უხეშად უარყოფა და მეორე - რა ჯობია ჯვრის გადმოსახედიდან დანახულ მცხეთის ხედს.      ავირბინეთ, დრონი ავაფრინეთ, სთრით ვიუც გავიყვანეთ და სვეტიცხოველისკენ დავეშვით.  ჯვრის მონასტერი 

წერილები

           გამოხდა დრო და კიდევ ერთი წერილი მივიღე.   მოგვილოცეო! თქვენი ტურიზმის ადმინისტრაცია როგორც იქნა დავარწმუნეთ, რომ Google-ს და მის რუკებს ტურიზმთან კავშირი მართლა აქვსო! და, უფრო მეტიც, საქართველოს უცნობი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, 3 ექსპედიციის მოწყობაზეც მივიღეთ თანხმობაო:           ექსპედიციები ჩატარდება  Google-ის ხარჯებით (აპარატურა, გზა, განთავსება და კვება) და Google-ის ექსპერტების და ქართველი გიდების მონაწილეობით. 3-3 დღის განმავლობაში შემოვივლით საქართველოს ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტებს, დავიტანთ Google-ის რუკებზე, ავტვირთავთ პროფესიონალურ ფოტოებს და შეფასებებს, გადავიღებთ ქუჩის ხედებს (Street View) და 360 გრადუსიან პანორამებს. და, რაც მთავარია, ამ ყველაფერის პროფესიონალურად გაკეთებას და Google-ის რუკებზე სწორად დატანას გასწავლით ქართველებსო - კაცმა რომ თქვას, თქვენი გასაკეთებელი საქმეა და სულ ჩვენ ხომ არ ვივლით და მოგხედავთო?!       თქვენგან კი...