2020 წლის აგვისტოს მიწურული იყო, წერილის ნაცვლად ზარი რომ გაისმა.
ჩამოვდივართო! ბილეთები უკვე ავიღეთ და ერთ კვირაში მანდ ვართო.
ექსპედიციის დეტალებს: მონაწილეებს, ღამისთევის, კვების და ტრანსპორტირების საკითხს თქვენი ტურიზმის ადმინისტრაცია აგვარებს და არიქა, არ დაგვღუპო, ხომ მოდიხარო?!
მანამდე კი ტურიზმის ადმინისტრაციის გამოგზავნილ მარშრუტს გადახედე, რამეს ხომ არ დაამატებდიო:
"მცხეთა - ჯვარი, სვეტიცხოველი
უფლისციხე
ყაზბეგი
სიღნაღი
გრემი
ალავერდი"
ჰმ! ვერაფერს იტყვი, გარდა იმისა, რომ მაგალითად ყაზბეგი, თბილისის და ბათუმის მერე მესამე ადგილზეა ტურისტებში პოპულარობის მიხედვით.
Comments
Post a Comment