Skip to main content

3-დღიანი ექსპედიცია

    

    ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაციის გადმოსახედიდან, კახეთში ყველაზე უცნობი და აუცილებლად გასაპიარებელი ადგილები რომ სიღნაღი - სიყვარულის ქალაქი, გრემი და ალავერდი აღმოჩნდა, მაგაზე აღარ შევჩერდები. ჰო, ამასთან, გრემში თურმე ბოლო 2 წლის მანძილზე რესტავრაცია მიდიოდა და დაკეტილი იყო. მაგრამ, ეგ არაფერი. 

 ჩემი ყურადღება, მესამე და ბოლო ექსპედიციამ მიიპყრო. 

 ექსპედიცია რომ 3-დღიანია ხომ გახსოვთ? 

    

ექსპედიცია 3 - 3-დღიანი

ბათუმი - ქალაქი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მაჭახელას ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, კინტრიშის ეროვნული პარკი, სანაპირო, ქობულეთი

ანაკლია

სვანეთი - მესტია, უშგული

სამეგრელო - ნოქალაქევი, მარტვილის კანიონი

იმერეთი -  ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ქუთაისი, მოწამეთა, გელათი

ბორჯომი

აბასთუმანი - ობსერვატორია

ბათუმი...

კორონა გაახარა ღმერთმა, საზღვრები რომ ჩაკეტა! 


უშბა 


Comments

Popular posts from this blog

ვილა მოსავალი - ქართული კუთხე

        ექსპედიციის პირველი დღე "ვილა მოსავლის" რესტორან "ქართულ კუთხეში" ვახშმით დავასრულეთ, სადაც ჩვენს არაჩვეულებრივ მასპინძლებთან, შეყრილაძეების ოჯახთან ერთად ახალგაზრდა შეფ-მზარეულის მომზადებული ძალიან გემრიელი და თანამედროვე შტრიხებით შელამაზებული ქართულ-ტრადიციული კერძები მივირთვით ადგილობრივ ღვინოსთან ერთად. თუმცა, ვიტყუები, რა მივირთვით, მთელი დღის ნარბენებმა და მოშიებულებმა სრულიად უსირცხვილოდ და უნამუსოდ ჩავიყარეთ პირში. ღორის ცვრიან ნეკნებს ერთმანეთს ხელიდან ვაგლეჯდით და კუბდრის ბოლო ნაჭერს მეზობელი მაგიდიდან ვიპარავდით.           რა დამამახსოვრდა? ტრადიციული ჩაქაფული მადაგასკარული ვანილით. გემრიელია? კი. ვანილის არომატი და გემო იგრძნობა? არა. ვანილი ცხვრის ხორცის დამახასიათებელ გემოს არბილებს და ცხვრის ხორცი და ვანილი ერთად მსოფლიო კულინარიაში საყოველთაოდ გავრცელებული თუ არა, აზიასა და აფრიკაში ნამდვილად მიღებული პრაქტიკაა. კარგი იყო კეცის ჩაკურდღლულიც - არომატულ სოუსში ჩაშუშული კურდღლის ხორცი ენაზე დნებოდა.  ...

ჯვრის მონასტერი

           ჯვარი ერთ-ერთ იმ ობიექტთაგანი იყო, რომელებიც ტურიზმის ადმინისტრაციის უცნობი და გასაპოპულარულებელი ადგილების სიაში მოხვდა და მერე ჩვენს შედგენილ მარშრუტშიც დავტოვეთ. ჯერ ერთი, გუგლერებს არ უნდოდათ ოფიციოზის შემოთავაზებული გეგმის უხეშად უარყოფა და მეორე - რა ჯობია ჯვრის გადმოსახედიდან დანახულ მცხეთის ხედს.      ავირბინეთ, დრონი ავაფრინეთ, სთრით ვიუც გავიყვანეთ და სვეტიცხოველისკენ დავეშვით.  ჯვრის მონასტერი 

წერილები

           გამოხდა დრო და კიდევ ერთი წერილი მივიღე.   მოგვილოცეო! თქვენი ტურიზმის ადმინისტრაცია როგორც იქნა დავარწმუნეთ, რომ Google-ს და მის რუკებს ტურიზმთან კავშირი მართლა აქვსო! და, უფრო მეტიც, საქართველოს უცნობი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, 3 ექსპედიციის მოწყობაზეც მივიღეთ თანხმობაო:           ექსპედიციები ჩატარდება  Google-ის ხარჯებით (აპარატურა, გზა, განთავსება და კვება) და Google-ის ექსპერტების და ქართველი გიდების მონაწილეობით. 3-3 დღის განმავლობაში შემოვივლით საქართველოს ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტებს, დავიტანთ Google-ის რუკებზე, ავტვირთავთ პროფესიონალურ ფოტოებს და შეფასებებს, გადავიღებთ ქუჩის ხედებს (Street View) და 360 გრადუსიან პანორამებს. და, რაც მთავარია, ამ ყველაფერის პროფესიონალურად გაკეთებას და Google-ის რუკებზე სწორად დატანას გასწავლით ქართველებსო - კაცმა რომ თქვას, თქვენი გასაკეთებელი საქმეა და სულ ჩვენ ხომ არ ვივლით და მოგხედავთო?!       თქვენგან კი...