სვეტიცხოვლის შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცით. ჩვენი უპირობო სიყვარული და ძველი ნაცნობია. ადგილი რომელსაც ბავშვობიდან ვეზიარეთ და ათასჯერ რომ მივიდეთ, ათასივე ჯერზე ერთნაირ აღტაცებას იწვევს.
მის ყველა ჩუქურთმას და ფრესკას ვცნობთ, ყველა ორნამენტს, თითოეულ ხვეულს და წახნაგს. მისი ათასივე ელფერი, ეზოში დაგდებული ყველა ქვა ზეპირად გვახსოვს.
და, მაინც -
ყოველ მისვლაზე გვაოცებს. რაღაც ახალს, აქამდე უნახავს, აღმოუჩენელს, დაფარულს გამოაჩენს და შვილისშვილისთვის მზრუნველი ბებიის გადანახული ტკბილეულივით გვახვედრებს.
Comments
Post a Comment